სასწრაფოდ! სასიხარულო ინფორმაცია სესხების გადავადება შეუძლიათ კიდევ ადამიანებს ვინც....



უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეებსა და ადამიანებს, რომლებსაც შემოსავლები შეუმცირდათ, საბანკო კრედიტის პროცენტი კიდევ სამი თვით გადაუვადდებათ. ამის შესახებ პრემიერმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ისაუბრა. 
მისი თქმით, შესაბამისი გადაწყვეტილება ხელისუფლებამ, გუშინ, საბანკო სექტორთან შეხვედრაზე მიიღო. გახარიამ აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი პროცენტის კაპიტალიზაციის გარეშე მოხდება. 
ყველა იმ მოქალაქეს, რომელმაც დაკარგა სამსახური და სახელმწიფო თავისი სოციალური ანტიკრიზისული გეგმით ეხმარება, შედეგი სამი თვის განმავლობაში ავტომატურად გადაუვადდება სესხის მომსახურება. გარდა ამისა, ყველა იმ მოქალაქეს, რომელსაც შეუმცირდა შემოსავალი და აქვს საბანკო კრედიტი და რომელიც თავისი სურვილით ბანკს მიმართავს, ასევე გადავადდება მისი საკრედიტო პროცენტი სამი თვით, - განაცხადა გახარიამ.
შეგახსენებთ, რომ უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეებისთვის სესხების გადავადების პროგრამა, პირველად, სამი თვის წინ ამოქმედდა.  
скачать dle 11.3
> </div>
 
  
  
        
        
        <div class= 11 154 / 21 май 2020"
სხვა სიახლეები
კომენტარები
[/not-aviable]