ძალიან საშიში წინასწარმეტყველება! აჯანყება და რუსთთან მოსალოდნელი ომი - ლელა კაკულიას ახალი წინასწარმეტყველება




„ვხედავთ, სამაჩაბლოსა და აფხაზეთში არეულობები დაიწყება. ეს არის რუსებთან სერიოზული დაპირისპირება, რომელიც აუცილებლად დიდ ომში გადაიზრდება. დიახ, ვხედავთ, ოსები უღალატებენ რუსებს, მათ აყვებიან აფსუებიც.
რუსეთი, ვხედავთ, ჰგავს იმ კატას, რომელიც ტომარაშია მომწყვდეული. რუსეთს ისე ძალიან გაუჭირდება, რომ ყოველგვარ მოლოდინს, ანუ იმ ანალიზებს გადააჭარბებს, რომელსაც მსოფლიოს პოლიტოლოგები აკეთებენ. ისინი ვერც კი წარმოიდგენენ, რაოდენ დიდი ეკონომიკური დარტყმა მიადგება „დიდ რუსეთს“. რუსეთის მთავრობა მათმა ამბიციამ დაამარცხა!!!
ვიმეორებ: 1992 წელს დავინახე, აფხაზეთი და სამაჩაბლო არასდროს გახდება რუსეთისა. საქართველო ამ ომს ასი პროცენტით მოიგებს. გავალთ ფსოუზე და ამას ვერავინ შეაჩერებს!
ამერიკა-საქართველოს ხელმოწერას, შეთანხმებას ვხედავთ სამხედრო ხაზით. ეს თანამშრომლობა რუსეთისთვის უფრო დიდი დარტყმაა. ვხედავთ, ეს სამხედრო შეთანხმება დაანახებს მას, რომ საქართველო საერთოდ დაკარგა!!!
ამერიკა უკან არ დაიხევს, არც ევროპა. ისინი რუსეთს მომავალში ღიად დაუპირისპირდებიან. „ყველაზე დიდი საფრთხე — ეს რუსეთია!“ — ყვირის მსოფლიო.
ვხედავთ, რუსული პოლიტიკა კარგავს სიფრთხილეს, მათი ამბიცია უსაზღვროა; განსაკუთრებით, დასავლეთს გაუცრუებს იმედებს. რუსეთი იწყებს ენერგორესურსებით თამაშს და დასავლეთს, რომელიც აქამდე თავს იკავებდა, უკვე არაფერი დარჩენია, გარდა იმისა, რომ რუსეთს სერიოზულად დაუპირისპირდეს. ეს ასეა ასი პროცენტით.
დღეს ისე ჩანს, რომ ევროპის ქვეყნები: გერმანია, იტალია, საფრანგეთი, თითქოს რუსეთის მხარეს იხრებიან. ჰოდა, როგორც კი იგრძნობენ რუსები მომავალში, რომ დასავლეთმა დაუთმო, აი მერე ნახეთ მათი ამბიციები და უარყოფითი, თავხედური პოლიტიკური გადაწყვეტილებები. ოღონდ, თუ მოასწრეს, რადგან რუსეთის ეკონომიკა მაინც დაეშვება დაბლა და მთელი რუსული მოსახლეობა გარეთ გამოდის. შედეგები კი, როგორიც ვიწინასწარმეტყველეთ, ისეთი დადგება. 


განაგრძეთ კითხვა აქ. 
https://abcnews.com.ge/ekonomika/213--.html

რაც შეეხება საფრანგეთსა და გერმანიას, ჯერ კიდევ 1993-1994 წლებში ვიწინასწარმეტყველეთ ის, რასაც დღეს მოიმოქმედებდნენ ისინი ევროპის პოლიტიკაში. ვხედავთ, თვითონ დასავლეთის ქვეყნები, როგორც ადრე აღვნიშნე, დაუპირისპირდებიან მათ.
დიდხანს ლოდინი არ დასჭირდებათ. რუსეთი ისევ გამოაჩენს საკუთარ სახეს, ისევ ხისტ, უხეშ პოლიტიკას განაგრძობს. რუსეთი დასავლეთს გაზს შეუწყვეტს, ავარია მოხდაო, იტყვიან. ეს არის გზავნილი დასავლეთისთვის, თქვენ მაინც რუსეთზე ხართ დამოკიდებულებიო.
რაც შეეხება რუსულ გეგმას საქართველოსთან მიმართებაში, გაიხსენეთ ადრინდელი წინასწარმეტყველება: „კიდევ კარგი, რომ საქართველოს არ აწერია განადგურება, თორემ რუსეთი დიდი სიამოვნებით დაგვაყრიდა ჩეჩნეთზე უარეს დღეს. მაგრამ მათ არაფერი გამოუვათ. მერე მიხვდებით ქართველები, თუ რაოდენ ძვირფას ინფორმაციას გაწვდით. ეს ასეა ასი პროცენტით“.
და საერთოდ, მესამე მსოფლიო ომმა მსოფლიოს უკვე მოუკაკუნა. ფრთხილად! რუსები კი ქართველების ნერვებზე თამაშობენ, ქართულ სოფლებში ტანკებით მოგზაურობენ, მთელი დღე სანგრებს თხრიან და თხრიან, ამაგრებენ პოზიციებს და თვითონ არ იციან, მერწმუნეთ, ხალხო, რა უნდათ. რუსული პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში ჩიხშია მომწყვდეული (ეს რამდენჯერმე აღვნიშნეთ). მიდი-მოდიან და სად გაჩერდნენ, არ იციან. აქეთ ეშინიათ ქართველებისა, არ გვენდობიან. მთავარი ისაა, რომ რუსეთი ომს საქართველოსთან ვერ გააჩაღებს.
საფრანგეთს, გერმანიასა და იტალიას თამაშს კოსმოსი არ აპატიებს; რუსეთთან პოლიტიკური შეჯახებები ელით. ამას ამერიკაც დიდად შეუწყობს ხელს.
რუსეთ-თურქეთის ალიანსი მთავრდება არაფრით. აქაც ამერიკა ჩაერთვება. ამერიკის გარეშე თურქეთი ისედაც ვერაფერს მიაღწევდა. ხოლო რუსეთის დიდი მცდელობა, რომ საქართველოს გადააბრალოს ომი, კრახით მთავრდება. ვიმეორებ: არც მუზეუმების გახსნა და არც ფილმების გადაღება არ უშველით. თბილისთან დგანან, 40 კილომეტრში, სურთ, ფსიქოზი გამოიწვიონ ხალხში, პანიკა დათესონ. ვერ მოესწრებიან!
პირიქით, ქართველებო, დამშვიდდით და წყნარად ვადევნოთ თვალი რუსეთის ჯარის წინ და უკან სიარულს. დაბომბვას ვეღარ გაბედავენ. აგვისტოს აგრესიაზე მსოფლიოს რეაქცია რომ არ ჰქონოდა, დღეს მართლა დაგვბომბავდნენ. ასე რომ, თვითონაც ეშინიათ. მართალია, საფრანგეთი, გერმანია და იტალია დიდ გარიგებაში არიან რუსეთთან, მაგრამ არავინ უწყის, თუკი აგრესია მეორედ განხორციელდება, რა პასუხი ექნებათ ამაზე მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს. და რა თქმა უნდა, უარყოფითი პასუხი ექნებათ. თუმცა რუსებს არ შერცხვებათ, ყველანაირი ქმედება შეუძლიათ ჩაიდინონ. ჰოდა, ასეთ შემთხვევაში მათი ნავთობის ფასი გახდება ათი დოლარი. მოკლედ, როგორც აღვნიშნეთ, რუსეთს ამერიკა შიგნიდან დაანგრევს“  - აღნიშნულია ლელა კაკულიასა წინასაწარმეტყველებაში
скачать dle 11.3
> </div>
 
  
  
        
        
        <div class= 9 837 / 27 май 2020"
სხვა სიახლეები
კომენტარები
[/not-aviable]