სალომე ზურაბიშვილი ხალხს დაეხმარება! პრეზიდენტის ქველმოქმედება პანდემიის დროს


საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ინფორმაციას ავრცელებს:
საქართველოს პრეზინდეტის, სალომე ზურაბიშვილის ფონდმა“ 624 სოციალურად დაუცველ უფროსკლასელს ინტერნეტის ერთი თვის საფასური სრულად, 12 792 ლარით დაუფინანსა.
სალომე ზურაბიშვილი 624 სოციალურად დაუცველ უფროსკლასელს საქველმოქმედო პლატფორმის „ჩართე“ (www.charte.ge) საშუალებით დაეხმარა. მოსწავლეების უმეტესობა დევნილთა დასახლებებსა და კონფლიქტისპირა სოფლებში ცხოვრობს.
აღნიშნული დახმარების გაწევისას, სალომე ზურაბიშვილის მიზანი, COVID-19 პანდემიისა და საგანგებო მდგომარეობის პირობებში, შესაბამის ტექნოლოგიურ რესურსს მოკლებული მოსწავლეებისათვის ონლაინსაგანმანათლებლო პროცესის შეუფერხებლად წარმართვისა და სხვადასხვა უნარების განვითარების ხელშეწყობაა.
მოსწავლეებს, ,,ჩართეს“ პლატფორმის საშუალებით, ასევე შეუძლიათ უფასოდ დაეუფლონ უცხო ენებს, სასკოლო და საგამოცდო მასალას, ლიტერატურას, მედიაწიგნიერებას, ფინანსურ განათლებას და ა.შ.
,,სალომე ზურაბიშვილის ფონდი” 2019 წლის 8 ნოემბერს დაფუძნდა.скачать dle 11.3
> </div>
 
  
  
        
        
        <div class= 7 404 / 06 май 2020"
სხვა სიახლეები
კომენტარები
[/not-aviable]