საგანგაშო ინფორმაცია! ახალმა დაავადებამ საქართველოში იფეთქა! არის დაღუპული


სამცხე–ჯავახეთი შესაძლოა ახალი ინფექციის აფეთქების ზონად იქცეს. რამდენიმე დღის წინ ყირიმ-კონგოს ცხელებით, 23 წლის ბიჭი გარდაიცვალა.
ამ ინფექციით ახალგაზრდის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ბოჭორიშვილის კლინიკამ დაადასტურა. ყირიმ-კონგოს ცხელება მძიმე ვირუსული ინფექციაა, რომელიც ადამიანებზე ტკიპის ნაკბენით ვრცელდება. თავად ტკიპა, დაავადებული ცხოველზე ან მღრნელზე კბენის დროს ინფიცირდება.
გარდაცვლილის ოჯახის ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს ვირუსული ინფექცია, სავარაუდოდ, საქონლისგან გადაედო.
ექიმების განმარტებით, სამცხე–ჯავახეთი ახლა უკვე ყირიმ-კონგოს კერაა. სპეციალისტები ადასტურებენ, რომ ყოველდღიურად ინფექციისთვის დამახასიათებელი ნიშნებით რამდენიმე ადამიანი მიმართავს. მიმართვიანობა განსაკუთრებით ბოლო პერიოდში  გაიზარდა, რადგან ყირიმ-კონგოს სიმპტომები ახალი კორონავირუსისას ჰგავს.
ადამიანებში დაავადება დაავადებულ ტკიპასთან კონტაქტის შემდეგ ერთიდან ცხრა დღეში ვლინდება. ეს მძიმე ვირუსული დაავადებაა, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, მკურნალობას არ ექვემდებარება და დაავადებულთა, დაახლოებით, 40% იღუპება.
скачать dle 11.3
> </div>
 
  
  
        
        
        <div class= 10 673 / 09 май 2020"
სხვა სიახლეები
კომენტარები
[/not-aviable]